ირაკლი აბესაძე - ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც პოლიტიკურ იარაღს „ქართული ოცნების" ხელში

ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც პოლიტიკურ იარაღს „ქართული ოცნების" ხელში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების 2018 წლის ანგარიშს. აბესაძემ საოკუპაციო რეჟიმების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხალხის დასაცავად.

გარდა ამისა, აბესაძის შეფასებით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კორუფციაც, რომელიც, მისი თქმით, მმართველობის დამკვიდრებული სტილი გახდა.

„სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსეთის სახელმწიფო და რუსული ოკუპაცია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. განსაკუთრებით დიდი ყურადღებაა მიქცეული სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მცდელობაზე ქვეყნის შიგნით გააღვივონ ანტიდასავლური განწყობები, იმოქმედონ ქვეყნის საგარეო კურსის მიმართულებით და გააუარესონ საქართველოს ურთიერთობა პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ყურადღებას უნდა აქცევდეს სუს-ი, ეს არის კორუფცია. ამ ფაქტების აღწერის პარალელურად სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ პრინციპულ და ეფექტურ ნაბიჯებს, რომლებიც ამ საფრთხეებს გაანეიტრალებდა და მინიმუმამდე დაიყვანდა. ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობების შემდგომ, ჩვენ წელს ვნახეთ კვარაცხელიას მკვლელობა და ამ მიმართულებით ხელისუფლებას სჭირდება მეტი აქტივობა.

ჩვენ ასევე, ვერ ვხედავთ კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ხელისუფლების მხრიდან, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გამოვლენილ აგენტებს, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას კორუფციის წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ ვხედავთ კორუფციას, როგორც მმართველობის დამკვიდრებულ სტილს და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც პოლიტიკურ იარაღს "ქართული ოცნების" ხელში, რომელიც აქტიურად გამოიყენება მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში,"- განაცხადა აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა