აშშ-ს ადმირალი ჯეიმს ფოგო - საქართველო ნატო-სთვის უნიკალური პარტნიორია

აშშ-ს ადმირალის, ჯეიმს ფოგოს განცხადებით, მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალები უკეთ შეიარაღებულია და გაზრდილი შესაძლებლობების მქონეა. ამის შესახებ ჯეიმს ფოგომ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფოგომ აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველო უნიკალური პარტნიორია.

„ჩვენი დისკუსიის უმეტესი ნაწილი დაეთმო საზღვაო ოპერაციებს, წვრთნებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად და მინდა განვაცხადო, რომ სტანდარტები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველომ ამით უნდა იამაყოს. საქართველოს შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ დგას ნატოს ძალებთან ერთად. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია პოლიტიკურ დონეზე განიხილავს საქართველოს შესაძლო წევრობას ალიანსში“, - განაცხადა ადმირალმა ჯეიმს ფოგომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო