ადა მარშანია - ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გენდერულმა საბჭომ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა

„ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გენდერულმა საბჭომ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა“, -ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი აღნიშნული საკითხის გენდერულ საბჭოზე გატანას თავად აპირებს და ამის თაობაზე საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს დღეს მიმართავს.

"ეს საკითხი საჭიროებს სასწრაფო განხილვას და გენდერულმა საბჭომ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა. მე თავად გავიტან ამ საკითხს გენდერულ საბჭოზე. როგორც მე შევიტყვე, გუშინ ისევ გავრცელდა უმსგავსო ჩანაწერი და მე დღესვე მივმართავ გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს. არ არის გამორიცხული, რომ დღეს ან ხვალ შევიკრიბოთ. აშკარად გამოიხატა და გამოვლინდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ბინძური ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანზე მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, მაგრამ ვიცი, რომ ქალბატონი ეკა არის ძალიან ძლიერი ადამიანი და შედეგს არ გამოიტანს ამგვარი ხერხების გავრცელება,"- განაცხადა ადა მარშანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა