პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებული - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “Ernst & Young”- გამოავლინა.

„ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ - Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche - Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა “Ernst & Young”-მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა