სამართალდამცავებმა მარნეულის საკრებულოს წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატი პოლიციამ გამგეობის შენობასთან ახლოს დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

ასკეროვი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ის საკრებულოში პარტიული სიით მოხვდა.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცავებმა მარნეულის საკრებულოს წევრი დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა