სოფიო ქაცარავა კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კანტის აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ სტუმრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და მისი განხორციელების პროცესებზე ესაუბრა.

ამასთან, სოფიო ქაცარავამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს გაუსვა ხაზი და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიც არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მიმდინარე პროცესები. საუბარი შეეხო ასევე, ეკონომიკური მდგრადობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების მნიშვნელობაზე.

„ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათი აზრის მოსმენა და გაზიარება წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდების მხრიდან მუდმივად არის დაინტერესება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა