სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა, თუმცა გაფიცვას აგრძელებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან სადაო საკითხების სრულად შეთანხმებამდე, სოცმუშაკები გაფიცვას გააგრძელებენ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა საერთო აზრის ჩამოსაყალიბებლად შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გააგრძელეს. სოცმუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამინისტროსთან დიალოგს გააგრძელებენ და გაფიცვას არ შეწყვეტენ.

როგორც ჟურნალისტებს სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძალამ განუცხადა, შეთანხმება სამინისტროსთან ნაწილობრივ შედგა. შესათანხმებელ პუნქტებზე კი მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დავა დამსაქმებელთან. ეს არის სამუშაო რეჟიმი, რაც გულისხმობს სოციალური მუშაკების მხრიდან წარდგენილ რამდენიმე მოთხოვნაზე პასუხის გაცემას. მათ შორის არის ხელფასი, ტრანსპორტით მომსახურების, სოციალური მუშაკების კადრების, კერძოდ, ფსიქოლოგებისა და იურისტების დამატების და სხვა საკითხები. ჩვენი შეხვედრის შედეგად მივიღეთ ნაწილობრივი თანხმობა ზოგიერთ პუნქტში. ნაწილობრივ თანხმობაში იგულისხმება მაგალითად ის, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილამდე სერვისცენტრები აღიჭურვება 25 ერთეული ტრანსპორტით. სოციალური მუშაკების მოთხოვნაა, რომ 2020 წლისთვის ყველა სერვისცენტრი აღიჭურვოს თითო სატრანსპორტო საშუალებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ვერ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მარიამ ბანძალამ.

მისივე თქმით, ასევე მათი მოთხოვნაა ყველა სერვისცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე ჰყავდეს ერთი ფსიქოლოგი.

„ჯანდაცვის მინისტრმა დაინახა, რა სირთულეები და გამოწვევები დგას სოციალური მუშაკის წინაშე. გაფიცვის რეჟიმი გრძელდება. სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ გაფიცვას, მაგრამ ეს ამავდროულად, არ გამორიცხავს სამართლებრივად თანამშრომლობას სამინისტროსთან ზემოთ აღნიშნულ პუნქტთან მიმართებაში", - განაცხადა მარიამ ბანძალამ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა, თუმცა სოც მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა