გიორგი ქობულია - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია და მოთხოვნის შესაბამისად, 2020 წელს შესაძლოა, გაიზარდოს

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და მოთხოვნის შესაბამისად, ის შეიძლება გაიზარდოს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

"ჩვენ შევიმუშავეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება. ყველაფერი გაკეთებულია, ბანკებთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღეს მთავრობის გადაწყვეტილებაც მიღებულია. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ის გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ეს ინიციატივა მისცემს საშუალებას საშუალო ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი ქონება, რომ ბანკში ჩადოს, აიღოს ეს სესხი. ეს ეხება სესხის ოდენობას 50 ათასი ლარიდან ორ მილიონ ლარამდე. 70% ამ სესხის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოსგან. სესხი შეიძლება იყოს ათწლიანი, ანუ, საკმაოდ ხანგრძლივი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი, რომელიც ჩადებულია წელს და თუ ჩვენ დავინახეთ მეტი მოთხოვნა, 2020 წელს გავზრდით ამ ბიუჯეტს" ,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა