შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ჰერბალაიფის” დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ფ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა

26 მარტს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე, საკვები დანამატებისა და დაბალანსებული კვების ცენტრი "ჰერბალაიფის" დაყაჩაღება სცადა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა კ.ფ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა