მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი „ობერტონი” დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო გუნდი „ობერტონი” დააჯილდოვეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამარჯვებულმა ხუთეულმა: სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რეგიშვილმა და იონა იობიძემ, კონკურსზე პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ წარადგინეს.

მიხეილ ბატიაშვილმა მომავალ მეცნიერ-გამომგონებლებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათი განვითარებისთვის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ აქ მოსწავლეების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი, ინოვაციური პროექტები ვნახეთ. მომავალი მეცნიერ-გამომგონებლებიც ალბათ, საკუთარ კარიერას, სწორედ, ასეთი ტიპის პროექტებით იწყებენ. ამ ბავშვების მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობით დააგროვეს. მიხარია, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მომავალ მეცნიერ-გამომგონებლებს წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი ათასწლეულის განვითარების ფონდს, აშშ-ს საელჩოსა და კონკურსის მხარდამჭერ ყველა უწყებს ამ პროექტის განხორციელებისთვის,"- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

პირველ ადგილზე გასული ჯგუფი ზაფხულში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში.

უწყების ცნობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წელს გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რამაც მათ ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული პროექტები გუნდებმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე დასრულებული სახით წარადგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა