ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი რუსთაველის თეატრში კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის ოპერას „თაბაშირის იუდას“ წარადგენს

9 აპრილთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ევროპაში საგასტროლო ტურამდე, 8 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის მედია ოპერას „თაბაშირის იუდას“ წარადგენს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სიუჟეტი მოგვითხრობს რეალურ ამბავს „წითელი ტერორისა“ და სტალინური რეპრესიების შესახებ.

ლიბრეტო აგებულია „გულაგში“ გადასახლებული სკოლის მასწავლებლის წერილებისა და ე.წ. „კაგებეს“ ჯერ კიდევ უცნობი, უნიკალური საარქივო მასალების მიხედვით.

„სპექტაკლი „თაბაშირის იუდა“ გახლავთ მუსიკის, ქორეოგრაფიის, კინოდოკუმენტალსტიკის, დრამატურგიის, სახვითი ხელოვნების, სამსახიობო და ვოკალური ოსტატობის ნოვატორული სინთეზი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მარინა სალუქვაძე; ვიზუალური ეფექტები - მარიამ ლომიძე, მარინა სალუქვაძე, მალხაზ ბარბაქაძე; მხატვარი: ლუკა ბესელია; კოსტუმების მხატვარი: ვერა ყიფიანი; ქორეოგრაფი: ეკატერინე ღლონტი; პროდიუსერი - თამარ გვასალია; მთავარ როლებში - სოფო ხალვაში, მამუკა მანჯგალაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა