სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებული სიტუაციაც არის განხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც ქვეყანას ოპიუმის, ჰეროინის და მისი წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის – ძმარმჟავას ანჰიდრიდის ტრანსპორტირებაში ჩართული ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინაშე დაუცველს ხდის“.

„2018 წლის აპრილში საქართველოს ფოთის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავას ანჰიდრიდი ამოიღეს, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიაა. ქიმიური ნივთიერებები ჩინეთიდან იყო და ავღანეთში ჰეროინის წარმოებისთვის იყო დანიშნული“, – ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

„2018 წლის აპრილში ორ პოპულარულ ღამის კლუბში პოლიციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა თბილისში არეულობა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება და ხელისუფლებას მოუწოდა ნაკლებად მკაცრი ნარკოპოლიტიკა გაატარონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს აქტორების ფართო სპექტრთან ნარკოვაჭრობისა და ნარკომომხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ზომების შესამუშავებლად.

„აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დანაშაულისა და არალეგალური ნარკოტიკის მოხმარებისა და არალეგალური ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა