საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წამყვანი დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „ინპტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ელენე ბერაძე უძღვებოდა, რომელმაც დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათი დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საკოორდინაციო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ორმხრივი ანგარიშვალდებულების მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საგარეო დახმარების კოორდინაციის არსებული საშუალებები, მათ შორის დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი, თემატური და სექტორული საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრები და საგარეო დახმარების ელექტრონული მონაცემთა ბაზა (eaims.ge).

„საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ 2018 წელს გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ექპერტთა ჯგუფის, ასევე გაეროს კონსულტანტის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, რომლებიც კოორდინაციის უფრო მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ მექანიზმებს გვთავაზობენ.

ყურადღება გამახვილდა საგარეო დახმარების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (eAims.ge) შესატან ცვლილებებზე. ხაზი გაესვა სისტემის პოპულარიზაციის მნიშვნელობის საკითხს. აღნიშნული საიტი ამჟამად რეფორმის პროცესშია და მიმდინარე წლის შემოდგომაზე სრულიად განახლებული სახით ამოქმედდება.

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, უწყვეტი ორმხრივი კომუნიკაცია საქართველოში მათ საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის, რისთვისაც მათ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა