სოციალურ მუშაკთა გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაში მიღება 2019 წლის ივნისში გამოცხადდება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. მისი ინფორმაციით, პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 116 ათასი ლარი.
„სასერთიფიკატო პროგრამის 12-კვირიანი კურსი საშუალებას მისცემს დადგენილ კვალიფიკაციასთან შესაბამისი სოციალური მუშაკების გადამზადებას. ეს იქნება ორეტაპიანი პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ სასერთიფიკატო პროგრამაში მიღება გამოვაცხადოთ მიმდინარე წლის ივნისში. ამ მიმართულებით საბიუჯეტო ასიგნებებით გამოყოფილია 116 ათასი ლარი და იგი გულისხმობს ორი ნაკადის მომზადება- გადამზადებას,“ - განაცხადა ნათია ზედგენიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"