შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მიმართავს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად შეამოწმონ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად იცვლება.

მისივე განმარტებით, ჩამონათვალს ემატება ან აკლდება აკრედიტებული პროგრამები, ამიტომ აბიტურიენტს მუდმივად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ხომ არ გაუქმდა მის მიერ არჩეული პროგრამა.

„ჩვენ აბიტურიენტის ცნობარში განთავსებული გვაქვს ის პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდა ცნობარის გამოქვეყნების მომენტში. ამ ცნობარის გამოქვეყნების შემდეგ პროგრამების ნაწილმა კიდევ მიიღო აკრედიტაცია და ისინი განთავსდა ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს დამატებით შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე პროგრამამ დაკარგოს აკრედიტაცია. აბიტურიენტი თუ ერთხელ დარეგისტრირდება და მერე არასდროს შევა ჩვენს ვებ-გვერდზე, შეიძლება მას ჰქონდეს სამი ისეთი პროგრამა არჩეული, რომლებსაც გაუუქმდათ აკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, მუდმივად შეამოწმონ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი, რომ ინფორმირებულები იყვნენ, გაუქმდა თუ დაემატა აკრედიტებული პროგრამები. სწორედ ამიტომ არის, რომ აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლა შეუძლიათ აპელაციების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით. ეს ვადა აგვისტოში მთავრდება",- განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისს სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შავსო.

რეგისტრაციის მომდევნო ეტაპი 7 მაისს 18:00 საათზე სრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა