„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ფოთის სტადიონის ამ სახით ჩაბარება არ შეიძლება, კომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით

ფოთის საკრებულოს წევრებმა საფეხბურთო სტადიონის ახალაშენებული დასავლეთის ტრიბუნა დაათვალიერეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გააპროტესტა. მათი თქმით, საშხაპეები და სველი წერტილები სტანდარტების შესაბამისად არ არის მოწყობილი და ტრუბუნაზეც გადადგილება შეუფერხებლად შეუძლებელია. ისინი პროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ სახით ობიექტი არ ჩაიბარონ.

„რამდენად შეესაბამება ეს სტადიონი უეფას სტანდარტებს, ამას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გადაწყვეტენ. ამ სტადიონის პროექტში, ორჯერ შევიდა ცვლილება და რა ხარვეზებით დატოვეს, ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს ეს პროექტის შემდგენელის ბრალია, თუ მშენებლის, რომელმაც ვერ დაიცვა ის ნორმები, რომელიც პროექტში იყო მითითებული. ამ სტადიონის ამ სახით ჩაბარება არ შეიძლება, უბრალოდ კომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მოვუწოდებთ ფოთის მთავრობას, მერიას, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიბარონ ამ სახით და გამოასწორონ ყველა ის ხარვეზი, რომელიც დღეს მუშა ჯგუფმა დააფიქსირა,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხომერიკმა.

ადილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება აღნიშნული ობიექტის ჩაბარების საკითხი.

„სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ ხარვეზებს. თუ ნამდვილად აღმოჩნდა ხარვეზები, ჩვენ მშენებელ კომპანიას ვეტყვით, რომ გამოასწოროს. უნდა ჩამოვიდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ უნდა შეამოწმონ არსებული სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობა.ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- აცხადებს ვიცე-მერი კონსტანტინე თოფურია.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ