ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში, „შუადღის სტუდია“ განაცხადა.

ანზორ ბიწაძის თქმით, იგი დედასთან ერთად ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ იქნება, რაშიც სრული მხარდაჭერა აქვს საბჭოს მთავარი წევრებისგან.

,,პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ვიქნები ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ვიყო ღია კომუნიკაციაში ამომრჩეველთან. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. პირველ რიგში, რასაც მე ვაპირებ არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია