სოფო კილაძემ ხოშტარიას - ელენე, ნუ დემაგოგობ!

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი სოციალურ მუშაკთა ხელფასებზე მსჯელობას მოჰყვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას დემაგოგობა უწოდა, რასაც ხოშტარიას მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. მან კილაძეს წესიერად საუბრისა და ზრდილობის სწავლისკენ მოუწოდა.

„თქვენი პოლიტიკური ძალა არავითარ შეღავათებს არ გულისხმობდა ამ ადამიანებისთვის. შოუს ვინც აწყობს, ვხედავთ, ეს შენი ჩვეული სტილია. „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება ჩვენ, რომ ესენი გვითმენენ? ნუ გადაგყავს პოლიტიკურ ჭრილში. სირცხვილია ელენე. უფლებებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ რომ გველაპარაკება სირცხვილია. ჩვენ საქმიანად გავაგრძელებთ განხილვას, ელენე, ნუ დემაგოგობ!“ - მიმართა სოფო კილაძემ ხოშტარიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა