ირაკლი ქარსელაძემ ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილეები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერთ-ერთი უმსხვილესი პროვინციის „ჰუნანი“-ს სამთავრობო დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰუნანის პროვინცია გამორჩეულია სამშენებლო ტექნოლოგიების, გზების ხიდებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, სწორედ ჰუნანის პროვინციის კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ ახორციელებს. ირაკლი ქარსელაძემ „ჰუნანი“-ს პროვინციის დელეგაციასთან ხევი-უბისას პროეექტის დეტალები და სამშენებლოს სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი განიხილა. „ჰუნანი“-ს დელეგაციამ, ტავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“-ს მხარი დაუჭიროს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.

ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აქტიური სამშენებლო სამუშაოები კი აპრილში დაიწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს