ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოების განსაკუთრებულ წვლილს გაუსვეს ხაზი.

სერბეთის პატრიარქმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ირაკლი კობახიძემ პატრიარქ ირინეოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ გაგზავნილი საჩუქარი - ხარების ხატი გადასცა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, სერბეთის პატრიარქმა საპარლამენტო დელეგაცია დალოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა