დიმიტრი მედვედევი - აშშ არასდროს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

აშშ არასდროს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან წლების განმავლობაში თავიანთ პოლიტიკას ამაზე აშენებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„შემიძლია პირდაპირ გითხრათ: აშშ არასოდეს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან მათი პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სანქციების გამოყენებას. ჩვენს ისტორიაში არასოდეს ყოფილა რაიმე მონაკვეთი, როდესაც ეს სანქციები არ არსებობდა“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამგვარი პოლიტიკური პოზიცია სინანულს იწვევს, ვინაიდან „ეს საერთაშორისო თანამშრომლობას ავნებს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა