შსს-მ  ხონის ფსიქიატრიულ  კლინიკაში   პაციენტზე შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით   გამოძიება დაიწყო

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტზე განხორციელებული შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ექიმები 60 წლის ქალის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

“ჰოსპიტალ სერვისის” კლინიკაში მოთავსებული ქალის ოჯახის წევრების თქმით, პაციენტს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სცემეს.

“ჩემი და არის ნაცემი, მოგლეჯილი აქვს ყური და ამ დრომდე კლინიკაშია. ამას ასე არ დავტოვებთ“,-აცხადებს პაციენტის და ნინო ბიგვავა.

ხონის ფსიქიატრიულში ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ქ.ბ.-ს ჰქონდა ელიპეფსიური გულყრები და დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა