სერბეთის პრეზიდენტი - ბელგრადი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, რადგან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს კოსოვოს კუთვნილების შესახებ სიტუაციის გადაჭრას

ოფიციალური ბელგრადი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს კოსოვოს კუთვნილების შესახებ სიტუაციის გადაჭრას.

ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსულ ტელეარხ Россия-24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას დასავლეთის ქვეყნები არგუმენტად გამოიყენებენ, რათა კოსოვოს დამოუკიდებლობა გაამართლონ.

„ჩვენ რომ დღეს ეს გავაკეთოთ, კოსოვოსთან ანალოგიებს მოგვიყვანენ. გვეტყვიან, რომ ამ პრინციპით კოსოვოც დამოუკიდებელია და ჩვენ არ გვაქვს უფლება კოსოვოზე“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდარ ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის საკითხია და რუსეთთან სიახლოვე კითხვის ქვეშ არ დგება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა