საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

30 მარტს საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან 15 წელი შესრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა ეკონომიკური და ფინანასური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში იყოს ობიექტური და პრინციპული.

„ჯანსაღი ბიზნესგარემო გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტისთვის, რაც კერძო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით, ძირითადი აქცენტი გაკეთდეს ეკონომიკური დანაშაულის პრევენციაზე და ამ პროცესში ევროპული მიდგომების დანერგვაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მან საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა ღონისძიების სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის 2018 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა უწყების თანამშრომელთა ძალისხმევით გამოვლენილ დანაშაულთა სტატისტიკურ მონაცემებზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე.

„საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით საგამოძიებო სამსახური ეფექტიანად ახორციელებს მთავრობის პოლიტიკას, რომლის მთავარი პრინციპი და ღირებულებაა, ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კანონიერი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა. მსურს ჩვენს თანამშრომლებს მივულოცო პროფესიული დღე. მჯერა, რომ უწყების საქმიანობა მომავალშიც ეფექტური და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა უწყების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს და ვადამდელი სპეციალური წოდებებით დააჯილდოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა