საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა უკრაინის საელჩოში შეუძლიათ

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. საარჩევნო უბანი თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობაში არის გახსნილი. საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანი დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 39 კანდიდატია დარეგისტრირებული.უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50% პლუს ერთი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების და ჩატარებისთვის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი გრივნაა გამოყოფილი (84 მილიონი აშშ დოლარი). წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ითვლება. მისი რეიტინგი 28%-ს შეადგენს. მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს რეიტინგი 18%-ს შეადგენს, ხოლო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს რეიტინგი კი 17%-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა