თბილისში ყვითელ მიკროავტობუსებს ქიმწმენდას ჩაუტარებენ, დაზიანებულ სავარძლებს კი შეუცვლიან

თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდას ჩაუტარდებენ, დაზიანებულ სავარძლებს კი შეუცვლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი სახის პროცედურები მიკროავტობუსებს წელიწადში ორჯერ უტარდება.

„ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება - დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვალება. ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება. მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა, რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა, სამუშაო დღის დაწყებამდე, ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა