კახა კალაძე - ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება,  პატრიოტიზმი გაუღვიძა

ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, პატრიოტიზმი გაუღვიძა. მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოვუყვეთ მომავალ თაობებს, თუ ვინ იყო ზვიად გამსახურდია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა რამდნიმე თვალსაზრისით. ჩვენ აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, -პატრიოტიზმი გამოუღვიძა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, ასევე რომ სწორად მოვუყვეთ მომავალ თაობებს, თუ ვინ იყო ზვიად გამსახურდია. 28 წლის წინ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმი ჩაატარა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოძიებას, საქმე უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი",- აღნიშნა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა