გიგი უგულავა - გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო,  გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც უგულავა წერს, დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა.

„ჩვენვე, საქართველომ, გამოვკვეთეთ საერთო წესი ჩვენი მმართველებისთვის - სიკვდილი, მარტოობა, დევნილობა. დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის ამ წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა. ამას არ/ ვერ ვაკეთებთ დღეს. მაშინ მივულოცოთ მას და მოვრჩეთ სიყალბეს. გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი“, - წერს გიგი უგულავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა