ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა დაათვალიერეს

ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა დაათვალიერეს. ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, გეოლოგიურ პრობლემას ადგილი არ აქვს.

“შეიძლება ითქვას, რომ აქ არანაირ გეოლოგიურ პრობლემასთან საქმე არ გვქონია.ამ მხვრივ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. რაც მოხდა, ჩვენს სფეროს არ ეხება“, - განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა. 40 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რა თქვეს გეოლოგებმა, როცა ჭავჭავაძეზე ტრაგედიის ადგილი დაათვალიერეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა