ვენეციის კომისიის წევრებმა მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტში შეხვედრები დაიწყეს

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებულ კანონპროექტს გაეცნობიან და აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ.

ამ წუთებში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს პირველი აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან აქვთ.

მოგვიანებით კომისიის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების“, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე არ მოხდება. ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

იხილეთ ვიდეო: ვენეციის კომისიის წევრებმა მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტში შეხვედრები დაიწყეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა