თბილისის გრან პრი 2019 დასრულდა

საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„თბილისის გრან პრი 2019 უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ტრადიციულად, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები დარჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ გრან პრიზე რამდენიმე ლიდერის გარეშე იასპარეზა. დისკვალიფიკაციის გამო, ტუნრირზე ვერ იჭიდავა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა. ჯამში, ჩვენმა გუნდმა 10 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა.

გრან პრის პირველ დღეს, საქართველოს ჰიმნი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) ააჟღერა, ვერცხლის მედალს გიორგი თუთაშვილი დაეუფლა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) გახდნენ.

მეორე დღე მასპინძლებისთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა. კვარცხლბეკზე მხოლოდ ორი ქართველი ავიდა. ბრინჯაოს მედლები ვალერი იაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოიპოვეს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დასკვნითი, მესამე დღე გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო გამოდგა.

„ტატამზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ევროპის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავიდნენ. სამწუხაროდ, ჭრიკიშვილი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, ხოლო ოქრუაშვილმა რეპეშაჟში წააგო. სამაგიეროდ, ფინალურ ბლოკში ხუთმა ქართველმა იასპარეზა. გრან პრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. +100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება ლევან მატიაშვილმა იზეიმა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ონისე ბუღაძე დაეუფლა. 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა - ბრინჯაო.

დასკვნითი დღის ფინალური შეხვედრების დაწყების წინ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან ძიუდოს განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. პრიზი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მინისტრის პირველ მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს გადასცა“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა