ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - ჟენევის ფორმატის შეცვლაზე დისკუსიები უსარგებლოა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ჟენევის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის აუცილებლობის შესახებ, უსარგებლო საუბარია.

„მივიჩნევ, რომ ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის და საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, მის პროდუქტიულობაზე ან არაპროდუქტიულობაზე დისკუსიები უბრალოდ უსარგებლოა“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

დაურ კოვეს თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მთავარია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება.

„სამწუხაროდ, ქართული მხარისგან არაკონსტრუქტიულ მიდგომებს ვხედავთ“, - დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი „უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს".

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი უნდა შეიცვალოს უფრო მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით. ჩვენ არ შეგვიძლია გადავჭრათ ჩვენი კონფლიქტი იმ ფორმატით, რომელიც უბრალოდ ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა