ზრდასრული პირების პროფესიული განათლების სერტიფიკატს სახელმწიფო აღიარებს

პირველად საქართველოში ზრდასრულთა ფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება იწყება. როგორც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში აქამდე ზრდასრულთა განათლების სისტემა არაფორმალური განათლების სივრცეში არსებობდა. შესაბამისად, გაცემული სერთიფიკატების აღიარება სახელმწიფოს მიერ არ ხდებოდა. ახალი ინიციატივის ფარგლებში კი, ის იურიდიული პირები, რომლებიც მიიღებენ მოკლევადიანი კურსების განხორციელების უფლებას, გასცემენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

წეროძის თქმით, პირველ ეტაპზე მშენებლობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება და პროგრამებში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება. მისივე ინფორმაციით, ეტაპობრივად გაფართოვდება პროგრამების სპექტრიც და სწავლება რეალურ სამუშაო გარემოში მოხდება.

"ეს გახლავთ ის ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოახდენს სისტემაში და მოხდება ახალგაზრდებისათვის ცალკეული ახალი შესაძლებლობების გაჩენა სადიპლომო პროგრამების სახით. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მოკლე ვადაში თავიანთი უნარების გაუმჯობესება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ მოკლევადიანი პრაქტიკული კურსები და მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი. ასეთ შემთხვევაში, პროვაიდერებად არ იგულისხმება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები. შესაძლებელია კერძო ტრენინ-ცენტრები გახდნენ მოკლევადიანი კურსების პროვაიდერები, რომლებმაც ასევე შესაძლებელია სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღონ. ვფიქრობთ, ზრდასრულთა ფორმალური განათლების სივრცეში მოქცევის შედეგად გაუმჯობესდება შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენი მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობები იქნება განსაკუთრებულად გაზრდილი”, - განაცხადა წეროძემ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში რეგისტრაცია მშენებლობის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოკლევადიან პროგრამებზე გამოცხადდება.

მისივე ინფორმაციით, მოკლევადიანი პროგრამების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 6 თვეა. წეროძის თქმით, პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლებელია ეს იყოს 1 ან 2 თვეც.

„ეს არის დამოკიდებული პროგრამის დიზაინზე, რაც დამსაქმებლის მიერ შემუშავდება, საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან პარტნიორობით ან ცალკე. შერჩევაში ჩართული იქნება თვითონ პროვაიდერი, თუკი ეს არის დამსაქმებელი ის დაადგენს სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე“, - განაცხადა წეროძემ.

მისივე განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებისთვის უფლების მოპოვების შესახებ. აღსანიშნავია რომ ამ სერვისის მიწოდებაში, სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, კერძო კომპანიებს/დამსაქმებლებს მოუწოდებს რომ ჩაერთონ და სახელმწიფოს დაფინანსებით, საქართველოს მოსახლეობას, შესთავაზონ პროფესიული უნარების განმავითარებელი მოკლევადიანი პრაქტიკული კურსები. მათი დასრულების შემდეგ მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

გარდა ამისა, წეროძის ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღება წელს დამატებით 7 რეგიონში იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ახალი ლოკაციების განვითარება დამატებით, ჯამში, 3 ათასამდე ადგილს გააჩენს მომზადება-გადამზადების პროგრამებისთვის.

„ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში გახდეს შესაძლებელი პროფესიული განათლების მიღება, რაც თავისთავად ნიშნავს გაზრდილ სასწავლო ადგილებს. ჩვენი გეგმის მიხედვით წელს დავიწყებთ 7 ახალი ლოკაციის განვითარებას, რაც ჯამში დაახლოებით 3 ათასამდე ადგილს გააჩენს მომზადება-გადამზადების პროგრამებისთვის. 7 ახალი ლოკაცია მოიცავს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ასევე არის ბორჯომის, ხაშურის, წყალტუბოს, ახალქალაქის, მარნეულისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს“, - აღნიშნა წეროძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა