პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებაზე მსჯელობენ

საკანონმდებლო ორგანოში „ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებაზე მსჯელობენ. კანონპროექტი დეპუტატების, ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის მიერ არის ინიცირებული.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოში კანონის მესამე მუხლში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

„ძირითადად დავაა, ტერმინი ლიბერალური რატომ ამოგაქვთო. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: თუ ლიბერალურს პირდაპირ ვთარგმნით ლათინურიდან, ის თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება ისედაც წერია, წერია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, თუმცა სამწუხაროდ უკვე დღეს ლიბერალიზმი ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება. მან მიიღო უამრავი განშტოება: ნეო ლიბერალიზმი; კონსერვატორიული, სოციალური, კლასიკური ლიბერალიზმი. ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება, ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“ უკონტროლობის ხასიათი მიიღო. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, კანონში ცვლილების შეტანით არაფერი „გადატრიალება არ ხდება“ და ახალი ვარიანტი ქვეყნის მიზნებთან უფრო დაახლოებული იქნება.

შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, მოსწავლემ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის პატივისცემა უნდა ისწავლოს. “მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება,” – წერია კანონპროექტში.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი დაუახლოვდება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერო-ს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა