მთავრობა კურორტ „ზიარის“ განსავითარებლად ინვესტორს ეძებს

მთავრობა კურორტ „ზიარის“ განსავითარებლად ინვესტორს ეძებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გურჯაანში, სოფელ ზიარში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ყოფილ პიონერთა ბანაკ „ზიარს“ ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა მაქსიმუმ 42 თვის ვადაში სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმროს აშენება და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

გასაყიდი ობიექტი, რომლის საწყისი ფასი 250 000 ლარია, 21918 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს მოიცავს. აღწერის მიხედვით, კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და უნიკალური მიკროკლიმატით.

აუქციონი 25 აპრილს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა