იენს სტოლტენბერგი - ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან - გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში ვიხილე

ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. გასულ კვირას ეს თანამშრომლობა ვიხილე 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ნატო-ს საზღვაო ჯგუფის გემები უკრაინაში და საქართველოში შევიდნენ.

„ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში. ვფიქრობ, ამ კვირას ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატო-ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა