ავთანდილ თალაკვაძემ სემინარი: „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ გახსნა

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“, - ამ სახელწოდების სემინარი დღეს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, მან პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საგანგებო სიტუაციების დროს, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„სამი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შევაფასებთ, როგორ შეუწყობს ხელს საგანგებო სიტუაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ჩართულობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას და მოვახდენთ იმ ძირითადი ნაბიჯების იდენტიფიკაციას, რაც აუცილებელია, ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შექმნისა და გაძლიერებისათვის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ კი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების ფორმირებისთვის ჯანდაცვის უწყების მზადყოფნაზე გააკეთა აქცენტი.

„საქართველოში ეს ღონისძიება პირველად ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში და გავწეროთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია მათი ფორმირებისა, თუ გაძლიერებისთვის“,-განაცხადა ზაზა ბოხუამ.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. პროგრამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლი განისაზღვრება და მათი ფორმირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები გაიწერება.

ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დღეს გაიხსნა და 3 აპრილს დაიხურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა