“ჯაბა კრედიტის“ მეანაბრეები ხვალ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ

“ჯაბა კრედიტის“ მეანაბრეები ხვალ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ, - ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ „ჯაბა კრედიტის“ ერთ-ერთმა მეანაბრემ, მანანა ჯაგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც შპს „ჯაბა კრედიტის“ 500-მდე მეანაბრე ორგანიზაციაში გახსნილ ანაბარზე შეტანილ თანხას, რომელიც ჯამში 18 მლნ ლარამდეა, ვერ იბრუნებენ.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გათამაშდა თაღლითური გარიგებების სქემა და ვითხოვთ ამ სქემის გაშიფვრას პროკურატურისგან და ჩვენი ქონების დაბრუნებისთვის ქმედითი გამოძიების ჩატარებას. რამდენიმე თვეა ანაბარზე არსებული თანხა ვერ გამოგვაქვს. კომპანიაში პასუხს არავინ გვცემს. თანახმა ვიქნებოდით მისაღები თანხის გადანაწილებაზე და გრაფიკის შეთანხმებაზეც, თუმცა კომპანია არ თანამშრომლობს და არ გვაქვს პასუხი, თუ რა გზით დავიბრუნებთ თანხას.ჯამში 500-მდე მეანაბრეა და საუბარია 15-18 მილიონ ლარზე , რომელიც „ჯაბა კრედიტს“ აქვს ასანაზღაურებელი,“- აცხადებს ჯაგაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა