ანონსი 2 აპრილი

2 აპრილს, 09:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

2 აპრილს, 10:00 საათზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოწვევით, ფინელი პროგრამისტი და წიგნების სერიის „გამარჯობა რუბი“ ავტორი ლინდა ლიუკასი, კომუნიკიაციების ეროვნული კომისიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მედიაწიგინიერების თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: ტექნოპარკი (თბილისი, ინოვაციების ქ. #7)

საკონტაქტო ლანა ბერიძე - 595 10 70 60, რუსკა ჭაბუკიანი - 599 56 42 20

2 აპრილს, 10:30 საათზე, უზენაესი სასამართოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: რა უნდა გაეკეთებინა ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე; იუსტიციის საბჭოს გადადგომა და გეგმები; ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი შეტყობინება.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო : ეკა გულუა 599726565

2 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმროში „იოტა” იანვარ-მარტში აქტიურ მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ ჩაატარებული ტყვიის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

2 აპრილს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა” და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სამშენებლო ნაღმები თბილისის მასშტაბით - საფრთხე, რისკები და კატასტროფის ზღვარი, რომელსაც არსებული ნორმები იწვევს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო ეკა გულუა 599726565

2 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტები: ანა ნაცვლიშვილი, დავით ჯანდიერი, კახა კოჟორიძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი მაია ბაქრაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: შეხვედრა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან. მიმართვა ვენეციის კომისიისადმი. მოსამართლეთა შერჩევის საკითხი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

2 აპრილს, 11:00 საათზე, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში, გაფიცული სოციალური მუშაკები გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

მის: ყაზბეგის 44, მე-2 სართული.

საკონტაქტო ინფორმაცია:593 51 80 05

2 აპრილს, 12:00 საათზე, პროკურატურაში მეანაბრეები სარჩელს შეიტანენ „ჯაბა კრედიტის“ წინააღმდეგ.

მის.: ვახტანგ გორგასლის ქ.24, საქართველოს მთავარი პროკურატურა

საკონტაქტო: 577 55 20 81

2 აპრილის, 12:00 საათზე, "პირველი რადიოს" პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს კომპანია „ნილის“ წარმომადგენელი

თემა: საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.

მის.: კოსტავას ქუჩა, #75 ბ.

საკონტაქტო: 2 21 10 64

2 აპრილს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

2 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საზოგადებას „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშს“ წარუდგენს.

მის.: დავით აღმაშენებლის N150

2 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორი გიორგი კერესელიძე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია ბოლო პერიოდში დარბაზის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

მის.: მელიქიშვილის 1, საკონცერტო დარბაზის გვერდითა შესასვლელი მელიქიშვილის მხრიდან (event hall-ის შესასვლელი) , მე-2 სართული, ფოიე.

საკონტაქტო: დეა ლევიძე - 599 10 35 10

2 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დეპუტატობის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ განცხადებას შეიტანს. აღნიშნულ საკითხზე ხორგუანი მთავრობის კანცელარიასთან განცხადებას მედიისთვისაც გააკეთებს.

მის.: საქართველოს მთავრობის კანცელარია

საკონტაქტო : ირმა ბერიშვილი - 595577501

2 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის.: ათონელის ქ. N 25 (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

2 აპრილს, 13:00 საათზე, ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივა.

2 აპრილს, 14:00 საათზე, ჭიათურაში, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: ქ. ჭიათურა, ნინოშვილის N12

საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

2 აპრილს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

2 აპრილს, 16:00 საათზე, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ინტეგრირებული კლასის მოდელის პრეზენტაცია გაიმართება. მოდელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა.

მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 58

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა