ლევან მურუსიძე - იუსტიციის საბჭოსთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქცია, რომ წარადგინოს კანდიდატები, უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური

ახალი კონსტიტუცია, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები, უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვენეციის კომისიის ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გააცნეს საერთო სასამართლოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ლევან მურუსიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენის უფლება არ უნდა წაერთვას.

„მე გავაცანი ზოგადად სასამართლოს პოზიცია მოცემულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის ერთი, ახალმა კონსტიტუციამ, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები, უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური. არამოსამართლე წევრები და ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები საბოლოო ჯამში საუბრობენ ერთ რამეზე, ჩვენ არ გვაინტერესებს კრიტერიუმებიო, არ აინტერესებთ კრიტერიუმები, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი რამე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედ შემადგენლობას არ უნდა ჰქონდეს საშუალება დაასახელოს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მაშინ ამას კანონში კი არ სჭირდება ცვლილება, მაშინ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ. მათ აინტერესებთ ერთი რამე, რომ ყველანირი ცვლილება განხორციელდეს კანონში, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოართმევენ უფლებას, რომ წარადგინოს კანდიდატები“, - განაცხადა მურუსიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა