პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას ელის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას ელის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატის ბაზაზე იქმნება, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გასული წლის ბოლოს პარლამენტმა კანონი ნახევარი წლით გადაავადა. ამის მიზეზად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო თანხების არარსებობა დასახელდა.

“კანონი 1-ელ ივლისს უნდა ამოქმედდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ კანონის ამოქმედების პროცესისთვის ვიყოთ მზად. მთავრობასთან დამატებით გვაქვს კომუნიკაცია და ველით დამატებით ფინანსურ რესურსს, ასევე გარკვეულ შეთანხმებას, მათ შორის საშტატო რიცხოვნობაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ როგორც ინფრასტრუქტურის მომზადება, ასევე ახალი საგამოძიებო ფუნქციების განსახორციელებლად დამატებითი თანამშრომლების აყვანა, რათა გვყავდეს სათანადო რაოდენობის გამომძიებლები, რომლებიც შეძლებენ მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება იმ ფაქტებზე, იმ დანაშაულებზე, რომელთა გამოძიებაც ახალი სამსახურის კომპეტენცია იქნება. მიმდინარეობს მუშა პროცესი, კომუნიკაცია მთავრობასთან როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას. ჯამურად ცოტა რთულია თანხაზე საუბარი, რადგან რაღაც საკითხები დასაზუსტებელია, მათ შორის ის, თუ რა დაიზოგება ტენდერის ფარგლებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელებდი პარლმენტში წარდგენილი პროექტის განმარტებითი ბარათით, რომლითაც გადავადება მოხდა - იქ საუბარია მაქსიმუმ 8 მილიონ ნახევარ ლარზე“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის ყოველწლიური ანგარიში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოისმინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა