ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ რეკომენდაციები შემუშავდა

ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.

როგორც კვლევის კოორდინატორმა ნოდარ ტანგიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტრომ რაც შეიძლება მალე დანერგოს სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა და მძიმე მეტალებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი მიიღოს.

მისივე თქმით, საჭიროა გაძლიერდეს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მუშაობა.

"პირველ რიგში, რეკომენდაციაა მთავრობის მიმართ, რომ გაატროს საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობას აუხსნას რისკების შესახებ და პრევენციის გზების შესახებ. ასევე როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა. რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელია გაიდლაინებში, ტყვიის საკითხი იყოს შეტანილი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექიმები. ასევე დაუნიშნონ მკურნალობა ბავშვებს, ორსულებს. მნიშვნელოვანია პედიატრების ცნობიერების ამაღლება. ცალკე რეკომენდაციაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რომ გაგრძელდეს კვლევა, იმიტომ რომ ეს არის წინასწარი კვლევის შედეგები.

კვლევა უნდა იყოს გაცილებით მასშტაბური და გაძლიერდეს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილი იყოს სკოლები და ბაღები, რომელთა შესწავლა ვერ მოვახერხეთ ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკის სამინისტრომ რაც შეიძლება მალე დანერგოს სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა და ასევე მიიღოს ტექნიკური რეგლამენტი მძიმე მეტალებზე და ტყვიაზე, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრომ პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, საზღვარზე გააკონტროლოს ლაბორატორიულად, რადგან სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, სამშენებლო მასალები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველი მეხუთე ჭარბი რაოდენობით შეიცავს ტყვიას", - განაცხადა ნოდარ ტანგიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა