სოფო კილაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია მძიმეა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია ძალიან მძიმეა. როგორც კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ.

მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი სანქციების გამკაცრებასა და აღსრულების გაუმჯობესებაშია.

„მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო დაღუპული მუშაკების ოჯახებს და ვუსურვო მათ გამძლეობა ამ ტრაგედიის გადასატანად. სიტუაცია ნამდვილად არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებში მაინც გვყავს გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები და მათი აღსრულება არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები. ფაქტია ის, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვს.

რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? - ჩემი აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობესებელია აღსრულება. ბუნებრივია, აღსრულების გაუმჯობესებას სჭირდება მეტი თანხები საქართველოს ბიუჯეტიდან. თუ ჩვენ, ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს ეს თანხები, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. დაუშვებლად მიმაჩნია ზოგიერთი კომპანიის ბიზნესინტერესის დაცვა ადამიანების სიცოცხლის და უსაფრთხოების ხარჯზე“, - განაცხადა კილაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს