დავით ბაგრატიონის ადვოკატი - დავით ბაგრატიონს ანა ბაგრატიონზე ფიზიკურად არასდროს უძალადია და ეს ინფორმაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას ემსახურება

ადვოკატი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონს ანა ბაგრატიონზე ფიზიკურად არასდროს უძალადია და აღნიშნული ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას ემსახურება.

ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი 2012 წელს განქორწინდნენ, შესაბამისად თარიღზე, რომელზეც საუბარია, რომ დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონს საგურამოს საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმ დროს ერთად საერთოდ არ ცხოვრობდნენ.

ადვოკატის თქმით, ანას და დავითს განქორწინების შემდეგ კომუნიკაცია მხოლოდ საერთო შვილის გამო ჰქონდათ.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ამ ყველაფერთან მიმართებაში დავით ბაგრატიონს უკიდურესად ნეგატიური პოზიცია აქვს და მოუწოდებს ყოფილ მეუღლეს, რომ საკუთარი შვილის მომავალზე იფიქროს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სასამართლო სხდომებზე მისვლას არ აპირებს.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე და ეს იოლად დამტკიცდება. არავითარ ფიზიკურ და მითუმეტეს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ წარმოებულ ორ დავას, რომელიც ცნობილია - ე.წ. სამეფო ტიტულების გაყოფას და 90 000 ლარის ქონების გაყოფას. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ხვდება, რომ აგებს ორივე პროცესს. ეს საქმე გადაიქცა სამასხარაოდ. ეს არის „შავი პიარის“ ბინძური ელემენტი. მიჩნდება ლოგიკური კითხვა, დავუშვათ, მართლაც ჰქონდა ძალადობას ადგილი, სად იყო 5 წლის წინ მოწინააღმდეგე მხარე და დროულად რატომ არ განაცხადა? ქალბატონი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში არასდროს ყოფილა. შესაძლოა, ერთი-ორი დღით ბავშვი მიიყვანა იქ, დატოვა და წამოვიდა“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ადვოკატს ექსპერტიზის ნაწილთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები.

რაც შეეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის განცხადებას, რომ ანა ბაგრატიონს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დავით ბაგატიონ-გრუზინსკის ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიკერძოებული იყოს და არ ასახავდეს სიმართლეს.

„თუ ქალბატონი ანა 2016 წელს მივიდა საექსპერტო დაწესებულებაში და თუ მას აღენიშნებოდა დაზიანებები, რატომ არ მიმართა პოლიციას? ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ძალიან ცუდად ეჩხირება გრუზინსკების მხარეს სასამართლო წარმოებაში. რაც შეეხება მძღოლს, რომელმაც შეიტყო დანაშაულის შესახებ, თითქოს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ნაცემი იყო და ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რატომ არ მიმართა პოლიციას თავის დროზე?

ქალბატონმა ანამ შესაძლოა დღეს ყველაფერზე ისაუბროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. გარდა ამისა, თუ მართლა ჰქონდა ადგილი ქალბატონი ანას მიმართ ძალადობის ფაქტს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიაყენა მას დაზიანებები, ექსპერტი უკვე დასაჭერია, იმიტომ, რომ გამოდის, ექსპერტმა იცოდა კრიმინალის შესახებ და არ განაცხადა“, - აღნიშნა ლევან ჩხაიძემ.

იხილეთ ვიდეო: დავით ბაგრატიონს ანა ბაგრატიონზე ფიზიკურად არასდროს უძალადია - ადვოკატი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა