ანონსი  3 აპრილი

3 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს ყოველწლიურ კონფერენციას “პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე” #GEODEM2019.

კონფერენცია ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან დიალოგის რეჟიმში გაიხსნება, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით აფრასიძე გაუძღვება.

3 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას ქ.N7

3 აპრილს, 11.00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება.

3 აპრილს, 11:00 საათზე, პროფესორი, სხვადასხვა მასალებში ტყვიის შემცველობის მკვლევარი ინგა ღვინერია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კვლევები ტყვიაზე, ტყვია ადამიანის ორგანიზმში, ტყვია ბავშვებში. საგანგაშო მაჩვენებელი და საგანგაშო პროდუქცია.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: კახა კალაძის განცხადება შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით გამართული აქციის შესახებ.

სამომავლო გეგმები ახალი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით, რომელშიც დასაქმებულები გაერთიანდებიან.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

3 აპრილს, 11:00 საათზე, გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება.

3 აპრილს, 11:15 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მძიმე მეტალის (ტყვიის) შემცველობით დაავადებული პაციენტების სტატისტიკა; ტყვიით გამოწვეული დაავადებები და მკურნალობის პროცესი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტში, ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ევროპარლამენტარების წერილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

3 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნის მოთხოვნა. ე.წ. გასახვევი თამბაქოს გაძვირების საკითხი.

როგორია თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის აღსრულება - რომელ კლინიკებსა და დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევის ფაქტები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო .: 593 53 45 24

3 აპრილის, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება პლენარულ სხდომათა დარბაზში (B კორპუსი, III სართული)

3 აპრილს, 12:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს გათავისუფლებული მოსამართლე თამარ ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დავა სტრასბურგის სასამართლოში წარმატებით დასრულდა - რა სანქცია დაუწესა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას; რა გახდა მისამართლის გათავისუფლების მიზეზი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 აპრილს, 12.00 საათზე, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დეპუტატობის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი, სოფიო ხორგუანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად, პარლამენტის ხელთ არსებული, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას სთხოვს.

მის: რუსთაველის ქ. № 8, საქართველოს პარლამენტი

საკონტაქტო : ირმა ბერიშვილი (595577501)

3 აპრილს, 14:00 საათზე, ტექნოპარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალგაზრდებს შეხვდება.

მის.: ინოვაციების ქუჩა 7

3 აპრილს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ნუგზარ მძინარიშვილის წიგნის „მისტერ „მ“ საქართველოდან“ პრეზენტაცია.

მის. მაჩაბელის ქ. 13

3 აპრილს, 18:00 საათზე, ამერიკელი მომღერალი ჯეიმი დევისი, 2018 წლის გრემის ნომინანტი, კაუნტ ბეისის ორკესტრის სოლისტი თბილისის მერიის ბიგ ბენდთან ერთად ჩაატარებს რეპეტიციას; აგრეთვე მასტერკლასს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. რეპეტიციას დაესწრება აშშ-ს კულტურის ატაშე იულიუს ცაი და მომღერალთან ერთად გაესაუბრება მედიას.

მის : აღმაშენებლის 73 , ბიგ ბენდის სარეპეტიციო დარბაზი ვარდების ბაღში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო