ირაკლი კობახიძე -  დელეგაციის განსაზღვრისას პარლამენტი ხელმძღვანელობს შესაბამისი ასამბლეების რეგლამენტებით და ჩვენი შიდა აქტით

როდესაც დგება დელეგაციები, ასეთ დროს პარლამენტი ხელმძღვანელობს შესაბამისი ასამბლეების რეგლამენტებით და ჩვენი შიდა აქტით, ეს არის პირველ რიგში, პარლამენტის რეგლამენტი,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მოქმედებს რეგლამენტის შესაბამისად, რის საფუძველზეც განისაზღვრება ახალი კვოტები და ამის საფუძველზე, კონკრეტულ ვადებში განისაზღვრება ახალი შემადგენლობა დელეგაციებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ორივე დოკუმენტის შესაბამისად. ამის საფუძველზე გადაიხედა კვოტები და ასევე გადაიხედა პერსონალური შემადგენლობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტის დადგენილებას პირდაპირი იურიდიული ეფექტი ექნება, რადგან დელეგაციის განსაზღვრისას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორი დოკუმენტით - პარლამენტის დადგენილებითა და შესაბამისი ასამბლეის რეგლამენტით იხელმძღვანელებს.

„არ არის სწორი იმის თქმა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ექნება პირდაპირი იურიდიული შედეგი. იურიდიული შედეგი ექნება პირდაპირი - კერძოდ, როდესაც განისაზღვრება დელეგაცია, მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეს დელეგაცია განისაზღვრება ორი აქტის საფუძველზე - ეს არის პარლამენტის დადგენილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი დღეს და ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი, ანუ, ორი დოკუმენტით იხელმძღვანელებს, შესაბამისად, დღევანდელ დადგენილებას ექნება პირდაპირი იურიდიული ეფექტი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა