მიხეილ სააკაშვილი - არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა,  არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.  ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება

არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, გავა „5-6 თაობა და სასაცილოდ მოგვეჩვენება, რაზეც დავები ხდება“.

„ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. ამაზე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ვინც არ უნდა ილაპარაკოს...დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა არც რობაქიძის თემასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ბოდიშს ვიხდი და დიდი ღორობაა ამის პრეზიდენტზე დაბრალება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ორივე ფაქტის თაობაზე გვიან გახდა მისთვის ცნობილი.

„გვიან გავიგე. რატომ უნდა გამეგო უფრო ადრე?! სისხლის სამართლის საქმე არ არის პრეზიდენტის ფუნქცია. ეს ივანიშვილს ჰგონია რომ ქვეყნის მართვის ფუქციაა დღე და ღამე პროკურორებთან ჯდომა, პოლიციელების დაბარება და სასამართლო საქმის გარჩევა, ჩაგდება თუ ჩამოგდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა