ბაჩანა შენგელია - ვაპირებ გენერალურ პროკურორს მივმართო, ჩემს დაზარალებულად ცნობას წინ არაფერი უდგას, უბრალოდ, არ უნდათ, რომ საქმის მასალებთან წვდომა მქონდეს

პროკურატურის გადაწყვეტილება კანონის თანახმად საჩივრდება და შესაბამისად, ვაპირებ, რომ მივმართო გენერალურ პროკურორს, - ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით შენგელია გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.ბაჩანა შენგელია გენერალური პროკურორის სახელზე განცხადების შეტანას 1 საათში გეგმავს. მისივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზაზე საბუთები 13 მარტს გადაიგზავნა. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მაშინ როცა გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, კითხვებს ბადებს ის ფაქტი, საგამოძიებო ორგანომ ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ მიმართა ექსპერტიზას.

„ეს გადაწყვეტილება კანონის თანახმად საჩივრდება და შესაბამისად, ვაპირებ, რომ მივმართო გენერალურ პროკურორს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჩემს ცნობაზე, რათა საქმის მასალებს გავეცნო. ეს სტატუსი იმისთვის არის საჭირო, რომ საქმის მასალებთან მქონდეს წვდომა და ვიყო მხარე, ვისარგებლო იმ უფლებამოსილებით, რითაც სარგებლობს დაზარალებული.

შესაძლოა, რომ პროკურატურიდან ამის შემდეგაც იგივე პასუხი დამიბრუნონ, მაგრამ კანონში არ წერია, რომ მაინც და მაინც უნდა გამოიკვეთოს. კანონში წერია, რომ დაზარალებულად ცნობა შესაძლებელია იმ დანაშაულის საქმეზე, რასაც მოჰყვა გარდაცვალება. შესაბამისად, მათ პირდაპირ უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება ჩემი განცხადების გარეშეც, თუმცა ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დრო გაიყვანონ. უკვე რამდენი ხანია აწარმოებენ გამოძიებას და წერილში მიპასუხეს, რომ 13 მარტს გააგზავნეს ექსპერტიზაზე საბუთები. მანამდე რას აკეთებდნენ? 13 მარტამდე გარდაცვალების მიზეზი რატომ არ დაადგინეს? ჩემს დაზარალებულად ცნობას წინ არაფერი არ უდგას, უბრალოდ არ უნდათ, რომ მე საქმის მასალებთან წვდომა მქონდეს,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა