არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ფარული ჩანაწერები რატომ არსებობსო - ბატონებო, ეს ყველაფერი არის თქვენი შექმნილი

ფარული ჩანაწერები რატომ არსებობსო - ბატონებო, ეს ყველაფერი არის თქვენი გაკეთებული, თქვენი შექმნილი, - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ ოპონენტებს ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმის გამოძიების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ახლა ხელისუფლებას შეუძლია, აღნიშნულ საქმეებზე სწრაფი რეაგირებაა.

„ამ დღეებში არაერთხელ მოვისმინეთ უსირცხვილო, უტიფარი განცხადებები ოპოზიციის მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს ათასობით ასეთი ჩანაწერი, უკანონოდ შეინახეს და უკანონო არხებით ავრცელებდნენ. დღეს ეს ადამიანები მოდიან და მხრების აჩეჩვით გვეკითხებიან - ეს ფარული ჩანაწერები რატომ არსებობსო?! ბატონებო, ეს ყველაფერი არის თქვენი გაკეთებული, თქვენი შექმნილი და ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რაც ჩვენ შეგვიძლია, არის სწრაფი და სამართლებრივი რეაგირება ყველა იმ შემთხვევაზე, როცა ასეთი ჩანაწერები შესაძლოა, ვინმემ გაავრცელა და ატვირთა. თუ დააკვირდებით, არც ერთი ასეთი ჩანაწერი ჩვენი დაკვეთით და ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა. მე მინდა ეს კარგად გახსოვდეთ, ჩვენს ოპონენტებს ეხებათ ეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა