პრემიერი - ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული მთელ მსოფლიოში, როგორც ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე განათლებული ერი

ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული მთელ მსოფლიოში, როგორც ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე განათლებული ერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა ახალგაზრდებს მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ბიუჯეტიდან 6% განათლებაზე დაიხარჯება.

„წელს, ჩვენ გავედით განათლების ბიუჯეტზე, რომელიც გვაქვს მილიარდ 600 მილიონი, რომელიც არ არის ის ციფრი რაც ჩვენ გვინდა, თუმცა პროგრესი მაინც არის იმის ფონზე, რომ 2013 წლისთვის ის იყოს დაახლოებით, 630 მილიონი ლარი. წელს გვაქვს მილიარდ 600 მილიონი, მომავალ წელს იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2.5 მილიარდი და 2022-ში ის უნდა გახდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ჩართულობას. ჩემი აზრით, ეს არის ხედვა თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველო, ეს არის ეროვნული იდეა, რომელზეც ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, როგორ ვუყურებთ წარსულს, მომავალს ეს ყველაფერი უნდა გვაერთიანებდეს ჩვენ და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ნამდვილად სცდება კლასიკური რეფორმის ჩარჩოებს. ეს იდეა ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ, რომ საქართველო იყოს მომავალში წარმატებული. ჩემი სურვილია, რომ ჩვენ, 10 წლის შემდეგ ისევე ვიამაყოთ ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველოში, როგორც ვამაყობთ „DOING BUSINESS“-ის ინდექსით“, - განაცხადა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა